ფლორენციის “ფიორენტინამ” ბერგამოს “ატალანტადან” 24 წლის იტალიელი მეკარე მარკო სპორტიელო ინათხოვრა. ამის შესახებ ფლორენციული გუნდის ვებგვერდი იუწყება. სპორტიელო “არტეიო ფრანკიზე” 2018 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს.
მარკო სპორტიელო იტალიაში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ აღმოჩენა მეკარედ მიიჩნევა და ბოლო ორ სეზონში მან იტალიის მთავარ ლიგაში 73 შეხვედრა გამართა.
თუმცა, მიმდინარე სეზონში “ატალანტას” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ რვა მატჩის გამართვა მოასწრო.