ჩოგბურთი

15:23 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი და ვავრინკა შვეიცარიას ვერ დაეხამრებიან

შვეიცარიის ნაკრების ლიდერები სტანისლას ვავრინკა და როჯერ ფედერერი ეროვნულ გუნდს დევისის თასზე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ვერ დაეხამრებიან. აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს.

შვეიცარიისა და აშშ-ის ნაკრებთა დაპირისპირება 3-5 თებერვალს ამერიკაში გაიმართება. ლიდერების გარეშე დარჩენილ შვეიცარიას მარკო კიუდინელი, ჰენრი ლააკსონენი, ადრიენ ბოსელი და ენტონი ბელე წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიამ ფედერერის და ვავრინკას ლიდერობით 2014 წელს დევისის თასი პირველად მოიგო.

0.122869