ფეხბურთი

12:02 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა ბრაზილიაში მიდის

კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბა კარიერას, დიდი ალბათობით, ბრაზილიაში გააგრძელებს. როგორც Goal.com იტყობინება, 38 წლის ფეხბურთელმა “კორინთიანსის” წინადადებაზე თანხმობა განაცხადა.

დროგბა, რომელმაც ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (MLS) მოასპარეზე “მონრეალი” 2016 წლის სეზონის ბოლოს დატოვა, ბრაზილიურ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და თვეში მისი ანაზღაურება 150 ათასი დოლარი იქნება. წყაროს ცნობით, მხარეები უახლოეს დღეებში ინგლისში შეხვდებიან და გარიგება ოფიციალურად გაფორმდება.

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია დროგბას “მარსელში” შესაძლო დაბრუნების შესახებაც, თუმცა ვეტერანმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს ძალები მისთვის უცხო ჩემპიონატში მოსინჯოს.

დიდიე დროგბამ განვლილ სეზონში “მონრეალის” მაისურით ჩატარებულ 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.114658