ფეხბურთი

21:34 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

ლევან მჭედლიძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. როგორც გაირკვა, 26 წლის ქართველი ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელის, ჯოვანი მარტუშიელოს განკარგულებაშია და კვირას, იტალიის ჩემპიონატის კალენდარულ ტურში, გენუის “სამპდორიასთან” თამაშს შეძლებს.

მჭედლიძემ ტერფის დაზიანება გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო, ხოლო გამოკვლევა მტკივან ფეხზე დღეს ჩაუტარდა. როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა საშიში არაფერია და ლევან მწყობრშია.

0.116213