კალათბურთი

21:20 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,წყალტუბოში“ ამერიკელი კალათბურთელი თამაშობს

კალათბურთში ,,ა“ ლიგის მონაწილე ,,წყალტუბოს“ რიგებში ამერიკელი უკანახაზელი ბრაიან ბლექმონი თამაშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურა ტომარაძემ განუცხადა.

,,ა“ ლიგის ჩემპიონატამდე, რომელიც 20 იანვარს იწყება, ,,წყალტუბო“ ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალზე გამოვა, სადაც მისი მეტოქეები ,,ა“ ჯგუფში სუპერლიგის მონაწილე, თასის ამჟამინდელი მფლობელი ,,ქუთაისი“ და შარშანდელი ფინალისტი ,,სოხუმი“, ასევე ,,ა“ ლიგის კიდევ ერთი წევრი სეუ იქნება.

0.138797