ევროთასის ტოპ 16-ის მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშედ “ზენიტის” ფორვარდი იანის ტიმა დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ზენიტი” – “რიტასის” (88:79) მატჩში ტიმამ გუნდს 27 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 2 ბლოკ-შოტი შესძინა, ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა +31-ს უწია.
https://www.youtube.com/watch?v=vC0g0Sdo3tw