ფიფა “კოკა-კოლას” 2017 წლის პირველ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს რეგრესი აქვს. ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში ვლადიმირ ვაისის გუნდი 121-ე ადგილზეა 281 ქულით, დეკემბერში კი, 118-ე პოზიციას იკავებდა.
საქართველოს ნაკრებს მცირედით უსწრებენ ესტონეთის, ომანის, ერაყისა და კანადის ნაკრებები. ხოლო ჩვენს უკან არიან ფიფლიპინები, ბაჰრეინი, ყირგიზეთი და ჩრდილოეთ კორეა.
ფიფა “კოკა-კოლას” რეიტინგის პირველი ათეული კი ასეთია:
არგენტინა – 1634 ქულა
ბრაზილია – 1544
გერმანია – 1433
ჩილე – 1404
ბელგია – 1368
კოლუმბია – 1345
საფრანგეთი – 1305
პორტუგალია – 1229
ურუგვაი – 1187
ესპანეთი – 1166
აქვე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მდგომარეობა რეიტინგში:
12. უელსი – 1121
23. ირლანდია – 858
31. ავსტრია - 773
45. სერბეთი – 647
164. მოლდოვა – 138