„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი „წითელ ეშმაკებში“ 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.
29 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერში“ 2013 წლის ზაფხულში გადავიდა. „ევერტონმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 27,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, ხოლო კონტრაქტი 4 წლით გაფორმდა. შეთანხმებაში იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც „იუნაიტედს“ კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ჰქონდა და BBC-ის ცნობით, ახლა სწორედ ამ პუნქტით ისარგებლა.
„ფელაინის ძლიერი ხასიათი აქვს, წნეხს მარტივად უმკლავდება. ის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა“ - განაცხადა ლიგის თასის ნახევარფინალში „ჰალ სიტისთან“ 2:0 მოგებული მატჩის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ. ამ შეხვედრაში მარუანმა გოლი გაიტანა.