კალათბურთი

23:36 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გადადებული თამაშები 22 იანვარს ჩატარდება

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის XI და XIV ტურის გადადებული თამაშები 22 იანვარს ჩატარდება. შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე და რუსთავის სპორტული კომპლექსი უმაპინძლებს.

ოლიმპიურ სასახლეში 2 შეხვედრა გაიმართება. 13 საათზე XIV ტურის გადადებულ შეხვედრაში ,,სოხუმი“ ,,მგზავრებს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 სთ-ზე XI ტურის გადადებულ შეხვედრაში ,,ოლიმპი“ ქუთაისს“ უმასპინძლებს.

რაც შეეხება XIV ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, რომელიც რუსთავში იყო დაგეგმილი, ქვემოქართლელები ,,კაქტუსს“ უმასპინძლებენ.

0.12198