რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა კორტს 26 აპრილს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში დაგეგმილ Porsche Tennis Grand Prix-ის ტურნირზე დაბრუნდება.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ ტურნირზე ვითამაშებ და სწორედ იქ დავუბრუნდები კორტს. მოუთმენლად ველი გულშემატკივრებთან შეხვედრას”- განაცხადა შარაპოვამ.
შეგახსენებთ, რომ შარაპოვას აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის მიღება დაუდგინა, რის გამოც რუსი ჩოგბურთელი 2016 წლის იანვრიდან დისკვალიფიცირებულია.