კალათბურთი

13:21 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაზინსის 207-მილიონიანი კონტრაქტი

“საკრამენტო კინგზის” ცენტრმა დემარკუს კაზინსმა, შესაძლოა, კლუბთან 207-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმოს, აღნიშნულ ინფორმაციას CSN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დემარკუსს კლუბი 5-წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს, რაშიც კალათბურთელს 207 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაუხდის. გავრცელებული ინფორმაციით, კაზინსაც სურს თანამშრომლობის გახანგრძლივება და მხარეებს შეუთანხმება არ უნდა გაუჭირდეთ.

კაზინსი “საკრამენტოს” ღირსებას 2010 წლიდან იცავს, მიმდინარე კონტრაქტი დემარკუს კლუბთან 2018 წლამდე აკავშირებს.

0.120413