საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატი, მესამე წრის მატჩებით, 4 თებერვალს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს: "ქუთაისი", "დინამო’", "რუსთავი’", "ბათუმი", "მგზავრები", "სოხუმი", "ოლიმპი" და "კაკტუსი".
ქულათა მაქსიმუმით სუპერლიგას "დინამო" ლიდერობს, ხოლო ერთადერთი მოგებით ბოლო ადგილზე "მგზავრები" იმყოფება.