ფეხბურთი

21:40 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” “შალკეს” მცველი ათხოვა

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი კარიერას გელზენკირხენის “შალკეში” გააგრძელებს. ამის შესახებ ოფიციალურად ორივე გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 27 წლის ბადშტუბერი “შალკეში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ჰოლგერ ბადშტუბერი “ბაიერნის” აღზრდილია და ამ გუნდში პატარა ასაკში გამოჩნდა. მასზე დიდი იმედიც მყარდებოდა, მაგრამ ხშირი ტრავმიანობის გამო შესაძლებლობები სრულად ვეღარ გამოავლინა. მიმდინარე სეზონში მან ერთადერთი თამაში ჩაატარა.

0.11099