“ნიუ ორლეან პელიკანსის” ლიდერმა ენტონი დევისმა “ნიუ იორკთან” 110:96 მოგებულ მატჩში რეკორდი დაამყარა. დევისი 1955 წლის შემდეგ გახდა პირველი კალათბურთელი, ვინც ლიგაში 30 წუთზე ნაკლებ დროში მინიმუმ 40 ქულა და 15 მოხსნა გააკეთა. ენტონიმ პარკეტზე 29 წუთი დაჰყო და ამ დროში ცენტრმა გუნდს 40 ქულა, 18 მოხსნა, 3 ბლოკ-შოტი და 2 პასი შესძინა.
დევისმა პარკეტი ვადაზე ადრე დატოვა, ცენტრმა ოქუინთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო.
https://www.youtube.com/watch?v=Q-4wnX6fzbo