39 წლის არგენტინელმა გამთამაშებელმა პაბლო პრიჯიონიმ კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას თავად პაბლო ავრცელებს.
პრიჯიონის ნბა-ს სამ გუნდში “ნიუ იორკში”, “ჰიუსტონში” და “კლიპერსში” უთამაშია, ასევე პაბლო “რეალის”, ფუენლაბრადას” და ბოლოს “ბასკონიას” ღირსებას იცავდა.
გამთამაშებელმა არგენტინის ნაკრებთან ერთად 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე წელს პრიჯიონი ესპანეთის სუპერთასის საუკეთესო მოთამაშე გახდა. არგენტინელი ნაციონალურ საკალათბურთო ასოცაიციის 5-წლიან კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3.5 ქულას, 2.8 პასს და 1.9 მოხსნას აკეთებდა.