ფეხბურთი

22:02 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” მარტინ ედეგორი გაასხვისა

მადრიდის “რეალმა” იმედისმომცემი ნორვეგიელი მოთამაშე მარტინ ედეგორი “ჰერენვენში” გაასხვისა. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი გვატყობინებს, 18 წლის სკანდინავიელი “ჰერენვენის” ღირსებას 2018 წლის ზაფხულამდე საიჯარო ხელშეკრულებით დაიცავს.

ედეგორი “რეალმა” ზუსტად ორი წლის წინ, 16 წლის ასაკში ნორვეგიული “სტროსგოდსეტიდან” იყიდა – მაშინ, ედეგორისთვის თითქმის ყველა წამყვანი ევროპული კლუბი იბრძოდა.

თუმცა, ნორვეგიელმა ხსენებულ ორ წელიწადში “სამეფო კლუბის” რიგებში ორადორი შეხვედრის გამართვა მოასწრო.

0.125733