მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ისკო თავის გუნდს “სევილიასთან” მატჩში ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას “მარკა” ავრცელებს.
ისკომ “გრანადასთან” მოგებულ შეხვედრაში (5:0) ფეხის ტრავმა მიიღო და წყაროს ცნობით, ნახევარმცველი მინდორს მომავალ კვირას დაუბრუნდება.
“რეალი” “სევილიას” ლა ლიგის მე-18 ტურში სტუმრად დაუპირისპირდება, მატჩი 15 იანვარს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.