ფეხბურთი

0:29 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" იოვეტიჩს დაიმატებს

ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი “სევილია” შემადგენლობას აძლიერებს. sky sport-ის ინფორმაციით, “დალაქების” ღირსებას მილანის "ინტერის" მონტენეგროელი ფეხბურთელი სტევან იოვეტიჩი დაიცავს. 26 წლის ნახევარმცველი “სანჩეს პისხუანზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი გადაწყვეტილია და მხარეები ოფიციალურად უახლოეს ხანებში დაადასტურებენ.

სტევან იოვეტიჩს თავის დროზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, როდესაც ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშობდა. მერე კი, კარიერა “მანჩესტერ სიტიში” განაგრძო, სადაც თავი ვერ დაიმკვიდრა, ისევე როგორც მილანის “ინტერშიც” – იტალიურ გრანდში მან სეზონნახევარი გაატარა, მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია.

0.11248