ფეხბურთი

17:45 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებში “ტორპედოს” კიდევ ორ ფეხბურთელს დაუძახეს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დუბაის შეკრებისთვის ქუთაისის “ტორპედოს” ორი ფეხბურთელი ოლეგ მამასახლისი და გიორგი ქიმაძე გამოიძახეს. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ქიმაძე მარცხენა მცველია და საკმაოდ კარგი სეზონიც ჰქონდა. სხვათა შორის, მისი ნაკრებში გამოძახების შესახებ საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობდა. რაც შეეხება მამასახლისს, ნახევარმცველია და გარდამავალ ჩემპიონატში 8 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ დუბაის შეკრებისთვის ნაკრებში კიდევ ორი ტორპედოელია გამოძახებული – როინ კვასხვაძე და ბექა ტუღუში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 23 და 23 იანვარს სპარინგებს შესაბამისად, უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114739