მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ თავისუფალი სტილისა და ქალთა ჭიდაობის შემდეგ, მსოფლიოს რეიტინგი ბერძნულ-რომაულშიც განაახლა. საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტრადიციულად, მოწინავე ოცეულები გამოქვეყნდა და რვა წონითი კატეგორიის 160-კაციან სიაში საქართველოდან მხოლოდ 8 მოჭიდავე მოხვდა.
მოლოდინისამებრ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შმაგი ბოლქვაძეს აქვს - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-4 ადგილზეა.
არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 80 კილოგრამში, პირველ ათეულში ორი ქართველია. ნიკოლოზ კელასოვი მე-6 ადგილზეა, ლაშა გობაძე კი მე-9 ნომერია. ასევე მე-9 საფეხურს იკავებს 75 კილოგრამში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი. იმავე წონაში, გელა ბოლქვაძე მე-14 პოზიციაზე დგას.
85 კილოგრამში რობერტ კობლიაშვილი მე-11 საფეხურზე დამკვიდრდა. მძიმე წონაში კი ოცეულში ორი ჩვენებურია: იაკობ ქაჯაია მე-7, ხოლო ზვიად პატარიძე – მე-18.
8 წონითი კატეგორიიდან 3 ქართველების გარეშე შეივსო.
მსოფლიოს რეიტინგი
ბერძნულ-რომაული
59 კგ
1 ისმაელ ბორერო მოლინა (კუბა)
2 შინობუ ოტა (იაპონია)
3 შტიგ ანდრე ბერგე (ნორვეგია)
4 ელმურატ ტასმურადოვი (უზბეკეთი)
5 არსენ ერალიევი (ყირგიზეთი)
66 კგ
1 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)
2 მიგრან არუთუნიანი (სომხეთი)
3 რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)
4 შმაგი ბოლქვაძე
5 რიუ ჰან-სუ (სამხრეთ კორეა)
71 კგ
1 ბალინტ კორპასი (უნგრეთი)
2 დანიელ კატარაგა (მოლდოვა)
3 ჰასან ალიევე (აზერბაიჯანი)
4 ილიე კოჟოკარი (რუმინეთი)
5 ადამ კურაკი (რუსეთი)
75 კგ
1 რომან ვლასოვი (რუსეთი)
2 მარკ მადსენი (დანია)
3 კიმ ჰიეონ-ვუ (სამხრეთ კორეა)
4 საეიდ მორად აბდვალი (ირანი)
5 პეტერ ბაკში (უნგრეთი)
9 ზურაბ დათუნაშვილი
14 გელა ბოლქვაძე
80 კგ
1 რამაზან აბაჩარაევი (რუსეთი)
2 ასლან ატემი (თურქეთი)
3 ლასლო სზაბო (უნგრეთი)
4 ჟონიბეკ ოტაბეკოვი (უზბეკეთი)
5 აშკატ დილმუხამედოვი (ყაზახეთი)
6 ნიკოლოზ კელასოვი
9 ლაშა გობაძე
85 კგ
1 დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი)
2 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
3 დენის კუდლა (გერმანია)
4 ჯავიდ ჰამზატოვი (ბელარუსი)
5 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)
11 რობერტ კობლიაშვილი
98 კგ
1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2 იასმანი ლუგო კაბრერა (კუბა)
3 გასემ რეზაეი (ირანი)
4 ჩენკ ილდემი (თურქეთი)
5 ფრედრიკ შოენი (შვედეთი)
130 კგ
1 მიხაინ ლოპეს ნუნესი (კუბა)
2 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
3 სერგეი სემენოვი (რუსეთი)
4 საბაჰ შარიატი (აზერბაიჯანი)
5 ედუარდ პოპი (გერმანია)
7 იაკობ ქაჯაია
18 ზვიად პატარიძე