სხვა

0:40 | 8.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების ბედი ივნისში გაირკვევა

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო ლუქსემბურგთან, ამჯერად - მეტოქის მოედანზე, 29-35. ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელად ამ ჯგუფიდან, 11 და 15 იანვარს, იტალია და ლუქსემბურგი იბრძოლებენ, ხოლო საქართველო იმავე მიზნის მიღწევას ივნისში, ჩელენჯ ტროფიდან შეეცდება.

ლუქსემბურგში ნაკრებმა უკვე აუღო ალღო მეტოქის 3-2-1 დაცვას და ჩვენმა ხაზის მოთამაშემ, შოთა გრიშიკაშვილმა 6 გოლიც გაიტანა, მაგრამ ლუქსემბურგელთა პივოტმა შრიოდერმაც შეგვიგდო 7, ხოლო დაცვაში პრობლემების გამო მეტოქე თავიდანვე გავუშვით წინ, განსხვავებით პირველი მატჩისგან, როცა ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა იყო.

მასპინძლებმა 18-13 მოიგეს პირველი ტაიმი, შესვენების შედეგ თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ტორონჯაძე, რამაც საშუალება მოგვცა, ორჯერ სამამდე შემგევცირებინა სხვაობა (23-26, 27-30), მაგრამ მეტი ვეღრ მოვახერხეთ.

ჩელენჯ ტროფი გაიმართება 2017 წლის ივნისში და გათამაშდება ევრო-2020-ის მთავარი შესარჩევი ეტაპის ბოლო საგზური. უკვე განვლილ შესარჩევ რაუნდში ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ლიდერები, რუსია და მსხვილიძე, ხოლო იტალიასთან ორი მარცხის შემდეგ აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდა, რადგანაც ჩელენჯ ტროფიზე მოთამაშეთა ასაკი 25 წლით იქნება შეზღუდული.

ხელბურთი, ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

7 იანვარი, ლუქსემბურგი, დე კოკის ცენტრი. 800 მაყურებელი

ლუქსემბურგი-საქართველო 35-29

ლუქ: მორეირა, ოჟე, პავლოვიჩი - კოლი 7, შრიოდერი 7, სხოლტენი 6, ი. ჰოფმანი 4, მიულერი 3, ვირცი 3, ბოკი 2, ბილი 1, ჯ. ჰოფმანი 1, ზეკანი 1, მარზადორი, ტომასინი, იპერტი - მწვ: სტოტი, გრადუ

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – ჭანტურია 7, გრიშიკაშვილი 6, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 5, კბილაშვილი 2, რუსტამოვი 2, წითელიშვილი 1, აბრამიშვილი 1, დიხამინჯია, სიმონია, მიქავა - მწვ: ორჯონიკიძე, გვაზავა

მსაჯები: მარტინ ლილეპეა, მარიონ კული (ესტ), დელეგატი: ჟოს ჟორჟე (პორ)

2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19, 6 ნოემბერი. საქართველო-იტალია 25-28

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი 24-31, 7 იანვარი, ლუქსემბურგი-საქართველო 35-29

ლუქემბურგი 4 ქულა (+13), იტალია 4 (+10), საქართველო 0 (-23)

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

2 ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო

02.11.16 თურქეთი - კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო - თურქეთი 24-24

04.01.17 კოსოვო - ესტონეთი 17-31, 08.01.17 ესტონეთი-კოსოვო

11.01.17 ესტონეთი-თურქეთი 15.01.17 თურქეთი-ესტონეთი

1 ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები - ერთ წრედ, ფარერის კუნძულებზე

13.01,17 კვიპროსი-ფარერები, 14.01.17 საბერძნეთი-კვიპროსი, 15.01.17 ფარერები-საბერძნეთი

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე

დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017. აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან (საქართველო, კოსოვო, იტალია/ლუქსემბურგი, ესტონეთი/თურქეთი, ფარერები/საბერძნეთი/კვიპროსი)

მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი (26 გუნდი, გამოაკლდება ევროპის 1998 წლის ჩემპიონი). დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი - შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი

0.113955