2017 წლის საჭადრაკო სეზონი ქართველი მოჭადრაკეებისათვის სენიორთა საქართველოს ჩემპიონატით იხსნება, რომელსაც მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე უმასპინძლებს.
აღნიშნულ ტურნირში ქალბატონი ნონას გარდა თითქმის ყველა ვეტერანი მოჭადრაკე ითამაშებს.