საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბუდუ ზივზივაძე გამოიძახეს. ამის შესახებ 22 წლის ფორვარდმა WORLDSPORT.GE-ს თავად განუცხადა. ზივზივაძე ნაკრების დებიუტანტია. მისი გამოძახება კი მოსალოდნელი გახლდათ, რადგან განვლილი სეზონი ჩინებულად ჩაატარა და “სამტრედიას” რიგებში გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ჩემპიონიც.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 იანვარს, უზბეკეთს, ხოლო ორი დღის შემდგომ იორდანიის ნაკრებს გაეჯიბრება. ორივე მატჩი დუბაიში გაიმართება.