ფეხბურთი

20:55 | 7.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” კატალონური “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა. დღეს, ლა ლიგის კალენდარულ მატჩში “სამეფო კლუბმა” “გრანადა” 5:0 გაანადგურა და ზედიზედ 39-ე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა. იგივე შედეგი ჰქონდა 2016 წელს “ბლაუგრანასაც”.

“რეალი” აბსოლუტური რეკორდის მფლობელი გახდება თუ მომდევნო მატჩს არ წააგებს, რომელსაც სამეფო თასის ეგიდით “სევილიასთან” ჩაატარებს.

მადრიდულმა გრანდმა ბოლოს გასული წლის 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე “ვოლფსბურგთან” წააგო (0:2). ხსენებული 39 თამაშიდან კი, ზინედინ ზიდანის გუნდმა 32 მოიგო და 7 ფრე ითამაშა.

0.115563