ჩილეს ნაკრების და ბერგამოს “ატალანტას” თავდამსხმელი მაურისიო პინილია “ჯენოაში” დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.
32 წლის ფორვარდი გენუურ კლუბში 2017 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს. ცნობისთვის, პინილია “ჯენოას” ღირსებას 2014-2015 წლების სეზონში იცავდა და 12 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
პინილია მიმდინარე სეზონში “ატალანტას” ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა. მან მხოლოდ 4 შეხვედრა (157 წუთი) ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მაურისიო ჩილეს ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს და 45 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.