ლონდონის “ჩელსის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი კარიერას ჩინურ “ტიანჟინ ტედაში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.
ნიგერიელი მოთამაშე ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა და სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კვირაში 140,000 ფუნტს გამოიმუშავებს.
29 წლის ფეხბურთელი “ჩელსის” ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. მან ამ დროის განმალობაში ლონდონური კლუბის მაისური 374-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა. მიკელმა “არისტოკრატების” რიგებში პრემიერლიგა (2-ჯერ), ინგლისის ასოციაციის თასი (4-ჯერ), ინგლისის ლიგის თასი (2-ჯერ), ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა მოიგო.
“ჩელსიში” მიკელის პოზიციები ანტონიო კონტეს მოსვლის შემდგომ შეირყა. ის იტალიელი მწვრთნელის გეგმებში ვერ მოხვდა და მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია.