“სევილიამ” გუნდიდან წასული ფრანგი მცველის ტიმოტი კოლოძიეჩაკის შემცვლელი უმალ იპოვა. “დალაქებმა” ტიმოტის თანამემამულე, “ნანსის” 21 წლის ცენტრალური მცველი კლემენტ ლენგლეტი გაიფორმეს. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
“დალაქებმა” ახალგაზრდა ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო გაიღეს და 2021 წლამდე კონტრაქტი გაუფორმეს.
კლემენტი “ნანსის” აღზრდილია და ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში მშობლიური კლუბის მაისური 20-ჯერ მოირგო. ლენგლეტი საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების წევრია და 10 მატჩი აქვს ჩატარებული.