ფეხბურთი

20:28 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაისმა ნაკრებში თბილისის "დინამოს" და "სამტრედიას" 5 ფეხბურთელი გამოიძახა

როგორც საქართველოს ჩემპიონის "სამტრედიას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა იანვარში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდის ორ ფეხბურთელი მეკარე ომარ მიგინეიშვილი და მცველი ლაშა შერგელაშვილი გამოიძახა.

თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კი, სლოვაკმა სპეციალისტმა გუნდში "სამტრედიადან" და "ჩიხურადან" დაბრუნებულ ფეხბურთელებს ბაჩანა არაბულს და საბა ლობჟანიძეს უხმო. დედაქალაქური კლუბიდან ვაისმა კიდევ ერთი ფეხბურთელი, გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი გამოიძახა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მათე ცინცაძის ტრანსფერის სანაცვლოდ კლუბმა "პოგონისგან" 100 000 ევრო მიიღო.

"ჯვაროსნები" 23 და 25 იანვარს დუბაიში ამხანაგურ მატჩებს უზბეკეთის და იორდანიის წინააღმდეგ გამართავენ. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები და ის ლეგიონერები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც ნაკრებში ნაკლები სათამაშო გამოცდილება აქვთ.

0.116963