კალათბურთი

21:18 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტიტებმა” ახალი ლეგიონერი დაიმატა

საკალათბურთო ,,ა’’ ლიგის მონაწილე კლუბმა ,,ტიტებმა’’ ახალი ლეგიონერი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 25 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ნეით დრეიტონი(203 სმ) დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ტიტების’’ საიტი ავრცელებს.

დრეიტონი ბოლოს ურუგვაის ,,კაპიტოლიში’’ თამაშობდა. ურუგვაის გარდა ნეითს არგენტინის, პარაგვაისა და ბოლივიის გუნდებში უთამაშია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო ნეით დრეიტონის კარიერაში ევროპის პირველი ქვეყანაა.

შეგახსენებთ, რომ დრეიტონამდე ,,ტიტებში’’ ორი ამერიკელი ლეგიონერი ცენტრალური თავდამსხმელი არმან ფლანინგანი და ფორვარდი რაიან არონი ჩაირიცხა, რომლებმაც ,,ტიტების’’ მიერ ,,ა’’ ლიგის საგზურის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

0.115091