ფეხბურთი

17:13 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ზამთრის მასტერსი 2017"-ში "თელავი" და "შევარდენი 1906"-იც ითამაშებენ   

ერთ კვირაში თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში საფხბურთო ტურნირი დაიწყება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით. ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შევიტყვეთ, რომ 16 გუნდს შორის, ორი იქნება ეროვნული ლიგა1-დან (ანუ რანგით მესამე ლიგიდან): "თელავი" და "შევარდენი 1906".

ჯგუფებსა და თამაშების განრიგს მოგვიანებით მოგაწვდით. ერთი ცხადია, მსგავსი ტურნირი გუნდებს აუცილებლად წაადგებათ. ჩემპიონატი მარტში დაიწყება და მანამდე მოსამზადებელი ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი კი "ზამთრის მასტერსი 2017" იქნება.

0.113387