ფეხბურთი

15:47 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტია, შესაძლოა, "გაზ მეთანს" დაუბრუნდეს

30 წლის ცენტრალურო მცველი აკაკი ხუბუტია, შესაძლოა, რუმინულ "გაზ მეთანს" დაუბრუნდეს. ხუბუტიას კარიერაში ეს კლუბი განსაკუთრებული იყო, რადგან სწორედ იქიდან მოხვდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. აკაკიმ 2009-2012 წლებში ითამაშა "გაზ მეთანში".

სხვათა შორის, "გაზ მეთანს" ამჯერადაც კრისტიან პუშტაი წვრთნის, რომელიც აღნიშნულ სამწლიან პერიოდშიც თავკაცობდა გუნდს. ამჟამად ეს კლუბი რუმინეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ბოლო ტურები ჩააგდო, თორემ სულაც ლიდერი გახლდათ.

ხუბუტიას "გაზ მეთანში" შესაძლო დაბრუნებაზე მწვრთნელმა პუშტაიმაც ისაუბრა. შეგახსენებთ, ხუბუტია ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა და კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა.

0.139917