ფეხბურთი

13:31 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი სპარინგი დუბაიში

საქართველოსა და იორდანიის ფეხბურთის ფედერაციების მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის იანვარში, დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 25 იანვარს ვლადიმირ ვაისის გუნდი იორდანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ასევე დუბაიში უზბეკეთის ნაკრებთან ითამაშებს. ორივე შეხვედრაში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

0.113304