ქალაქმა ფოთმა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულს ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა. ქალბატონი ნონა ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კაკულიას შეხვდა, რომელთანაც ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ნონა გაფრინდაშვილმა ფოთის საჭადრაკო სკოლის 11 მოსწავლესთან ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა. მათგან ორმა აკაკი ყალიჩავამ და კახაბერ კიზირიამ საპატიო ყაიმს მიაღწიეს. იგი მოსწავლეების გარდა მათ მშობლებსაც შეხვდა და ესაუბრა.
გამოვლინდა ქალაქ ფოთის 2016 წლის საუკეთესო მოჭადრაკე. ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი 18-წლამდე გოგონათა შორის ანი ჭანტურია, საქართველოს ჩემპიონი 8 წლამდე ბიჭებს შორის კახაბერ კიზირია, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 12 წლამდე გოგონათა შორის დიანა ლომაია და 20 წლამდე ჭაბუკთა შორის პრიზიორი ნიკა ღვამბერია მონაწილეობდნენ. მათ შორის საუკეთესოდ ანი ჭანტურია აღიარეს.
წარმატებული მოჭადრაკეები ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად ირაკლი კაკულიამ, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდერე თოფურიამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა დააჯილდოვეს.
საზეიმო ღონისზიებაზე მუსიკალური ნომრები საჭადრაკო სკოლის მოსწავკეებმა შეასრულეს.