ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ იულიან დრაქსლერთან კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი პარიზელთა ღირსებას 2021 წლამდე დაიცავს.
“დიდი სიხარულით და მოლოდინით ვუერთდები პსჟ-ს. კარიერაში პირველად მომიწევს ახალ ქვეყანაში და ახალ ლიგაში თამაში. ვამაყობ ამ ნაბიჯით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო” - განაცხადა ახალ კლუბში წარდგენისას დრაქსლერმა, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში “ვოლფსბურგში” თამაშობდა, მანამდე კი “შალკეს” ღირსებას იცავდა. მას 2012 წლიდან იწვევენ გერმანიის ნაკრებში და ამ დრომდე მის აქტივში ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებული 27 მატჩი და 3 გოლია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 2014 წელს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.