ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ჰიუსტონის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი, ხოლო აღმოსავლეთში “ვაშინგტონის” გამთამაშებელი ჯონ უოლი დაასახელეს.
წინა კვირაში “ჰიუსტონმა” ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო, ჰარდენი საშუალოდ ერთ მატჩში 37.3 ქულას, 12.5 მოხსნას და 9.8 პასს აგროვებდა. “ვაშინგტონმა” სამი შეხვედრა მოიგო, ჯონ უოლი კი საშუალოდ 24.3 ქულას, 13 პასს და 2.7 ჩაჭრას აკეთებდა.