თამაშგარე

12:10 | 3.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

აბიგაილი ცხოვრებას არასოდეს ნებდება

მაშინ, როდესაც საფეხბურთო ევროპას საახალწლო საღათას ძილით ძინავს, როგორც იცით მხოლოდ და მხოლოდ ბრიტთა კუნძულია ის ალაგი, სადაც მწვანე მინდვრებზე ბურთს ძველებურად დააგორებენ და ალბათ უპრიანი იქნება, ჩვენს რუბრიკაში ეს წელი სწორედ ინგლისელ ლამაზმანზე საუბრით დავიწყოთ.

ყველამ კარგად იცის ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის, პიტერ კრაუჩის ეპატაჟური მეუღლის, მოდელ აბიგაილ კლენსის შესახებ. აბიგაილი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიტანული ფეხბურთის ჭეშმარიტი თილისმა და სახეა და როგორც ამ ქალზე ინგლისში ამბობენ, ები კლენსი “ცხოვრებას არასოდეს ნებდება”.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ები კლენსი და პიტერი სულ ორჯერ ყოფილან გაშორების ზღვარზე და მათ ოჯახში დიდი აყალმაყალებიც ყოფილა, მაგრამ როგორც ჩანს კლენსის ქალი ნამეტნავად ჭკვიანიცაა და პიტერთან გაშორებას წარსული წყენების დავიწყება და ოჯახის შენარჩუნება არჩია. განა ბევრი ცნობილი მოდელი იზამდა ამას...

0.227643