დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა სეზონის პირველი შეხვედრა ახალ ზელანდიაში “ოკლენდის” ტურნირზე ჩაატარა, სადაც ფრანგი პოლინ პარმენტიე 6:3, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრის სტარტზევე ფრანგი 2:0 დაწინაურდა, თუმცა სერენამ მალევე მოახერხა ბრეიკის გაკეთება და საბოლოოდ სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე პარტიაში კი 3:3-ზე სერენამ ბრეიკი შეასრულა, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ტურნირის 1/8-ფინალში სერენა მედისონ ბრენგლს დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერის განმავლობაში ერთხელ შეხვედრია და ის მატჩიც სერენას გამარჯვებით დასრულდა.