მოსკოვის “სპარტაკის” მიერ შედგენილ 2016 წლის საუკეთესო გოლების ათეულში ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის ორი გოლი მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა განვლილ წელს რუსეთის პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, აქედან წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე 31 ივლისს “არსენალის” და 16 სექტემბერს “ორენბურგის” კარში გატანილი გოლებია წარდგენილი.
2016 წლის საუკეთესო გოლს “სპარტაკის” გულშემატკივრები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვით გამოავლენენ.