ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რეშფორდმა შესაძლოა კარიერა "ვესტ ჰემში" გააგრძელოს.
როგორც BBჩ-ი იუწყება, ფეხბურთელის გადაბირებით "ვესტ ჰემის" თავკაცი სლავენ ბილიჩია დაინტერესებული. ხორვატ სპეციალისტს ახალგაზრდა ფეხბურთელის იჯარა სურს.
19 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.