ფეხბურთი

20:50 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ერისთავი ლატვიის "ლიეპაიაში" ითამაშებს

22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ერისთავი ლატვიის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან "ლიეპაიაში" ითამაშებს. ერისთავი, როგორც იცით, გორის "დილაში" იყო და 2015 წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ასევე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია.

"ლიეპაიას" რაც შეეხება, გუნდის მთავარ მწვრთნელად თამაზ პერტია დაინიშნა. ქართველი სპეციალისტი მანამდე რიგის "სკონტოს" თავკაცობდა, ლიეპაიას გუნდში კი სეზონის დასრულების შემდეგ, ნოემბერში მივიდა.

ლატვიური პრესის ცნობით, ერისთავი ახალი წლის შემდეგ, პირველ შეკრებაზე შეუერთდება პერტიას გუნდს.

0.120922