უცნაური ამბავი მოხდა კარლოს ტევესის თავს – კიდე ერთხელ დავრწმუნდით ერთი პატარა ფრაზის სიდიადეში: არასოდეს თქვა “არასოდეს”. ადამიანმა არ იცი, მომავალში რა გელის, ან რას იზამს.
ზუსტად ასე დაემართა კარლიტოსს. მოგეხსენებათ, 33 წლის ტევესი ახლახან ჩინურ “შანხაიში” გადაბარგდა და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა, ტევესს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ლიონელ მესის ან კრიშტიანუ რონალდუს...
რაც შეეხება ჩვენი პატარა წერილის დასაწყისს: 2010 წელს კარლოს ტევესს “მანჩესტერ სიტიში” თამაშის დროს ასეთი რამ უთქვამს: ასეთი ფეხბურთით დავიღალე, დავიღალე იმ ადამიანებით, რომლებიც ფეხბურთში მუშაობენ. ეს სპორტი, ფაქტობრივად, მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული, მე კი, ეს არ მომწონს, ეს ფეხბურთი არაა”, - ამბობდა ტევესი.
6 წლის შემდგომ, როგორც ჩანს, “აპაჩიმაც” შეიცვალა წარმოდგენა ფეხბურთზე. ასეა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება...