ლონდონის “არსენალის” და გერმანიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შკოდრან მუსტაფიმ ტრავმა მოიშუშა და კვირას “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
“შკოდრანმა პირველ გუნდთან ვარჯიში განაახლა და კვირას განაცხადში იქნება” – ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.
24 წლის ფეხბურთელი 10 დეკემბერს “სტოკთან” მოგებულ (3:1) მატჩში დაშავდა. ის “არსენალში” ზაფხულში 41 მილიონ ევროდ “ვალენსიადან” გადავიდა და ამ დროის განმალობაში “მეთოფეების” მაისური 17-ჯერ მოირგო.