კალათბურთი

16:23 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო“ ვერც „ქუთაისმა“ შეაჩერა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე, თუ არ ჩავთვლით გადადებულ შეხვედრებს, ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ „დინამოსა“ და მეორე ადგილზე მყოფ „ქუთაისის“ შეხვედრით დასრულდა.

გულშემატკივრები სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე დაძაბულ თამაშს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. „დინამომ“ დამაჯერებელი ანგარიშით 92:75 შეძლო ქუთათურთა დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა დინამოელმა მიხეილ ბერიშვილმა დააგროვა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი ლევან ცეკვავა იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულაა.

„დინამო“ –„ქუთაისი“ 92:75

(28:17, 22:16, 24:18, 18:24)

0.115687