ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ტორონტოს“ ოკლენდში შეხვდა და 121:111 დაამარცხა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მის ოპონენტ იონას ვალანჩუნასს პირადი დუელი მოუგო.
მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ პერიოდში გადაწყდა, რომელიც „გოლდენ სტეიტმა“ 42:17 მოიგო და ამის შემდეგ ლიდერობა ხელიდან აღარც გაუშვია. ფაჩულიამ 18 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ზაზა, 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ვალანჩუნასიც სასტარტოში იყო და 21 წუთში 7 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.
რაც შეეხებათ „გოლდენ სტეიტის“ ბომბარდირებს - სტეფ კარიმ 28 ქულა და 7 პასი მიითვალა, თუმცა უფრო შედეგიანი კევინ დიურანტი იყო, რომელმაც 22 ქულა, 17 მოხსნა, 7 პასი და 5 დაფარება მიითვალა.
„გოლდენ სტეიტი“ 28 მოგებითა და 5 მარცხით ნბა-ს ლიდერია. 2016 წელს ოკლენდელები კიდევ ერთ მატჩს გამართავენ - 31 დეკემბერს ფაჩულიას ყოფილ გუნდ „დალას მავერიკსს“ უმასპინძლებენ.
gbf.ge