გიორგი ჭანტურია GFF Awards 2016-ზე ყავარჯნებით მოვიდა. გიორგი ნოემბრის მიწურულს დაშავდა, მუხლის იოგები დაიზიანა, ოპერაცია გაიკეთა და ასეთი ტრავმა, მინიმუმ ექვსი თვით უთამაშებელს ტოვებს ფეხბურთელს.
როგორც ჭანტურიამ worldsport.ge-ს განუცხადა, ვარჯიშს დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ შესძლებს, თამაშის დაწყებას კი ცოტა მეტი დრო დასჭირდება. ამ ეტაპზე, რაც მთავარია, რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
ჭანტურიამ რუსეთის პრემიერლიგის თამაშში ("ურალი"-"ლოკომოტივი") მიიღო ეს ტრავმა...