ფეხბურთი

19:46 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად კუპატაძე – ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფუტსალის მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე გახდა. კუპატაძემ საქართველოს ნაკრების მაისური 13 წლიანი პაუზის შემდგომ მოირგო და გარჯა დაუფასდა.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. 2016 წელი ფუტსალის ნაკრებისთვის ძალზე წარმატებული გამოდგა. მინდა, რომ ახალი წელიწადი გახდეს ფუტსალის განვითარების დასაბამი”, - თქვა კუპატაძემ.

სფფ-ის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბეს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

0.114989