ფეხბურთი

19:37 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა მაისურაძე – საუკეთესო გოლის ავტორი

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო გოლის ავტორი ნიკა მაისურაძე გახდა, რომელმაც მეორე ლიგაში “შევარდენი 1906”-ის რიგებში ულამაზესი მაკრატელა გოლით გამოიჩინა თავი.

“დიდი მადლობა ყველა. განსაკუთრებით კი, საფეხბურთო კლუბ “შევარდენის” ხელმძღვანელობას. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს”, - განაცხად მაისურაძემ.

სფფ-ის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბეს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

0.115783