საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის პრიზი გულნარა გაბელიას ხვდა წილად.
სფფ-ის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.