ფეხბურთი

17:06 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “იქნებ, გვარდიოლას კარგი თამაშის ყურება სურდა”

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი “სტოკთან” მატჩის შემდეგ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “მანჩესტერ სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა “ენფილდ როუდზე” გამართულ თამაშს დაესწრო. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ესპანელს ალბათ, კარგი ფეხბურთის ყურება სურდა.

“მანჩესტერ სიტის” პატივს ვცემ, მაგრამ მე მათ სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად არ წავიდოდი. გვარდიოლას რაც შეეხება, შეიძლება, კარგი თამაშის ნახვა სურდა და იმიტომაც დაესწრო მატჩს? – გაიხურმა კლოპმა “სქაი სპორტთან” საუბრისას.

“სიტი” ძალიან კარგი გუნდია და რთული შეხვედრა გველოდება. კარგია, რომ თამაში ჩვენს სტადიონზე გაიმართება”, - გააგრძელმა იურგენმა.

“ლივერპული” “მანჩესტერ სიტის” 31 დეკემბერს, “ენფილდზე” უმასპინძლებს. პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ “ლივერპულს” 40 ქულით მეორე ადგილი უკავია, “სიტის” კი მესამე პოზიცია და ქულით ნაკლები აქვს. გათამაშებას “ჩელსი” ლიდერობს 46 ქულით.

0.10123