ფეხბურთი

13:19 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

Globe Soccer Awards: რონალდუ საუკეთესოა

Globe Soccer Awards-ის ვერსიით, 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. მადრიდის “რეალის” ლიდერმა ანტუან გრიზმანს, ლიონელ მესის, გარეტ ბეილს, გონსალო იგუაინსა და ჯეიმი ვარდის აჯობა. აღნიშნული ჯილდო რონალდუმ მეოთხედ მოიპოვა.

გარდა საუკეთესო ფეხბურთელისა, Globe Soccer Awards-მა, რომლის დაჯილდოვებაც მეთერთმეტედ ჩატარდა და კვლავაც დუბაიში, გამოავლინა წლის საუკეთესო მწვრთნელი - პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ფერნანდუ სანტუში.

ასევე დასახელდა 2016 წლის საუკეთესო არაბი ფეხბურთელი. ეს წოდება “რომასა” და ეგვიპტის ნაკრების შემტევ მოჰამედ სალაჰს ერგო. წლის საუკეთესო საფეხბურთო აგენტად კი, მინო რაიოლა იქნა მიჩნეული.

0.121292